2019-09-01 20:38:41
რუსთავში ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება.
ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღებების გამო რუსთავში, მესხიშვილის ქუჩა და თოდრიას ქუჩის ნაწილი ქვეითებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო მანქანებისთვის 5 დღით გადაიკეტება. აღნიშნულის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით დროებით იცვლება.
როგორც ინფო რუსთავს კომპანია ინტერტრანსში განუცხადეს, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები, რომელიც მე-12 მიკრორაიონიდან (წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის მიმდებარე ტერიტორია) რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრაობდნენ, მე-12 მიკრო-რაიონიდან, კონკრეტულად კი სოკარის ბენზინ გასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გალვენ.
დროებითი ცვლილებებიდან გამომდინარე, კი დიდუბის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თოდრიას ქუჩის ნაცვლად, მე-14 მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი სუპერმარკეტ "სპარის"(ყოფილი სუპერმარკეტი "პრინცი") უკანა მხრიდან გავლენ.