2019-09-01 18:55:33
აგვისტოს თვეში, რუსთავის ცენტრაულ საავადმყოფოში, რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბლვის 431 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ივლისის თვესთან შედარებით მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია.
შემთხვევების უმრავლესობა ძაღლებსა და კატებზე მოდის, თუმცა არის სხვა შინაური და გარეული ცხოველების მიერ დაკბენის ფაქტებიც. ასევე აღსანიშნავია რომ დაკბენა-დაკაწვრა-დადორბლვის ფაქტები ხშირად ფიქსირდება სახლის პირობებშიც, იმ შემთხვევაში როდესაც ცხოველს პატრონი ჰყავს თუმცა მომხდარი ფაქტის გამო პრევენციის მიზნით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას.
მომხდარი ფაქტები არ არის დიფერენცირებული კონკრეტულად რამდენი შემთხვევა იყო ძაღლის, კატის ან სხვა ცხოველის გამო, ასევე ზუსტი რიცხვი იმისა რამდენი იყო ქუჩაში თუ სხვა ვითარებაში.
მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.