რუსთავში, XVII მიკრორაიონში ოჯახური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა.
ცოლ-ქმარს შორის კამათი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცმა 25 წლის მეუღლეზე იძალადა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს".