ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2019-08-30 16:03:43

ავარია მოხდა რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე.

ერთმანეთს სამგზავრო ყვითელი ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად 2 ქალი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების გამგე თეა გელაშვილმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, რომ: “ ორივე მათგანს აღენიშნება სხეულის ზედაპირული ტრავმები. ერთ პაციენტს აქვს ღია ჭრილობა თავის არეში, რომელიც გაკერილია. გასინჯულია პაციენტი ნეიროქირურგის მიერ. ორივე მათგანის მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით. ამ ეტაპზე უტარდებათ კლინიკურ-ლაბორატორიული ზომები და სავარაუდოდ, ორივე პაციენტი გაეწერება”.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.