სტაჟირება საჯარო სამსახურში

2019-08-30 10:02:26

რუსთავის მერია სტაჟირების პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს.

პროფესიული გამოცდილების შეძენისა და  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით შესაძლებლობა გეძლევათ გაიაროთ  სასწავლო პრაქტიკა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში: აპარატის იურიდიული განყოფილება; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახური; ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური; არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური.

პრაქტიკის გასავლელად დაიშვებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები/დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. 

პრაქტიკის გავლის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტეტის მერიას. პრაქტიკის ვადა განიზასღვრება 1-დან-6 თვემდე. პრაქტიკის პერიოდი არ ანაზღაურდება. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.