2019-09-03 23:55:39
5 აგვისტოს სავალდებულო სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ თათარაძის ინფორმაციით, რუსთავის მუნიციპალიტეტი გაწვევას სავალდებულო სამხედრო სამსახურში 4 სექტემბრიდან დაიწყებს და 28 დეკემბრის ჩათვლით გააგრძელებს.
დღეის მონაცემებით, რუსთავიდან სამხედრო სამსახურში 207 ახალგაზრდას გაიწვევენ.
აღსანიშნავია, რომ მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს დაახლოებით 300-მა ახალგაზრდამ მიმართა რელიგიური ორგანიზაციის წევრობის გამო, ჯარისგან გათავისუფლების მოთოვნით.
როგორც მიხეილ თათარაძემ განაცხადა, აღნიშნული 300 ადამიანი, ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრია.
შეგახსენებთ, ბიბლიური თავისუფლება პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც პარტიამ ჯარში წასვლის სურვილის არ მქონე ახალგაზრდების დასახმარებლად შექმნა. "ბიბლიური თავისუფლება" სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ.
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.