მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-08-25 23:05:57

გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება. ჰაერის ტემპერატურა +32, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 26 აგვისტო +34°C, 27 აგვისტო +30°C, 28 აგვისტო +34°C, 29 აგვისტო +33°C.