"ფორსაჟის" გადამღები ჯგუფი რუსთავში

2019-08-25 18:12:32

ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები გრძელდება.  გადამღები ჯგუფი ამჯერად, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იმყოფებოდა.

"გადარეულან ამ პატარა ქვეყანას რა ავტოდრომი გქონიათო"- წერს ავტოდრომის ადმინისტრაცია საკუთარ ფეისსბუქ გვერდზე და ფოტოებსაც ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ "ფორსაჟი 9" ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში 19 აგვისტოდან დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში. კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე.​

გადაღებების გამო, პერიოდულად გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.