რუსთაველი მოდელის წარმატება [photo]

2019-07-17 00:12:14

დემნა გვასალიას  გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე "ვეტმანი 2020" მონაწილეობა რუსთავემა მოდელმა მიიღო.

"Geomodels Agency"-ის მოდელი, 16 წლის ნინო ელიზბარაშვილის სადებიუტო გამოსვლა 20 ივნისს, პარიზში, მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა. რუსთაველმა გოგონამ, სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. ნინო რუსთავის #12 საჯარო სკოლაში სწავლობს.

"ვეტმანი 2020"-ის ჩვენებაზე მონაწილეობა საქართველოდან ექვსმა მოდელმა, თეონა კუბლაშვილმა, ლუკა ბიჭიკაშვილმა, ვახო ქამუშაძემ, ლიკა რიგვავამ, ნინო ელიზვარაშვილმა და ვახო კედელაძემ მიიღეს.

ქართველი მოდელები დემნა გვასალიას ჩვენებაზე უკვე მეოთხე სეზონია გამოდიან.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები