რუსთავში ველობილიკის მოწყობა იგეგმება

2019-07-16 12:29:51

რუსთავში შესაძლოა ველობილიკი მოეწყოს - ამის შესახებ, რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

შეხვედრის მთავარი თემა რუსთავში ველო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ველობილიკების მოწყობა იყო.

საერთაშორისო ორგანიზაციის "ჯიაიზეტის" (GIZ-ის) წარმომადგენლებს, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ტაბაღუა და ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

"დღეს გაიმართა ქალაქ რუსთავის მერიაში შეხვედრა, "ჯიაიზეტის" წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო რუსთავში, ველო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კომპანია "ჯიაიზეტმა" დაიქირავა გერმანელი ექპერტი, რათა მან მოამზადოს საპროექტო ნაწილი ველობილიკების, თქვენ მოგეხსენებათ ქალაქში არის ველობილიკები, თუმცა საჭიროებს რაღაც სტანდარტებში მოქცევას და მთლიანი ქალაქის მოცვას" -  განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ