რუთავში სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.
"რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის, გიორგი გოროზიას თქმით, სამსახურმა ქალაქის მასშტაბით სანიაღვრე სისტემის მონიტორინგი ჩაატარა, რა დროსაც პრობლემური ლოკაციები გამოიკვეთა და სანიაღვრე ჭებისა და მილების გაწმენდა სპეციალური ტექნიკით გახდა საჭირო.
სპეციალური ტექნიკით სანიაღვრე ქსელის მოწესრიგების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "სანიტარი" აწარმოებს. ტენდერის ღირებულება 40 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოები 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
გაწმენდის პროცესი დღეს დაიწყო და ეტაპობრივად ყველა ქუჩას მოიცავს. სანიაღვრე სისტემის გასუფთავება ძლიერი წვიმის შემთხვევაში, ქალაქის დატბორვის საფრთხეს შეამცირებს.