ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის წინ თელაველი და გურჯაანელი მევენახეების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ “რუსთავი 2”-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ქართულ ღვინოს შეეხებოდა და აცხადებდნენ, რომ გვარამიამ მეღვინეებს შეურაცხყოფა მიაყენა. მათი მთავარი მოთხოვნა რ2-ის დორექტორისგან ბოდიშის მოხდა იყო.
აქციის ორგანიზატორებმა ტელევიზიის წინ შეკრებები დაანონსეს მანამ, სანამ ნიკა გვარამიასგან ბოდიშს არ მიიღებენ და აღნიშნეს, რომ მხოლოდ დროებით იშლებიან.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა: “გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ… უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს ბორჯომი“.