უამინდობის დროს დაზარალებულ ოჯახებს მერია ეხმარება.
მარნეულში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების დროებითი გადახურვის მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ დღეს დილითვე უზრუნველყო სპეციალური ტენტების შეძენა, რომელიც დღის განმავლობაში ყველა დაზარალებულ ოჯახს დაურიგდებათ.
მარნეულის სხვადასხვა სოფლებში დაზიანებული სახლები დაათვალიერეს და მოსახლეობას შეხვდნენ მარნეულის მერი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, პარლამენტის მაჟორიტარი-დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება აღუთქვეს.
ამ დრომდე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სხვადასხვა სამსახურები. სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.
ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს