რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე - 2019 წლის ბიუჯეტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარე გიგა ვეფხვაძემ განაცხადა, ბიუჯეტში შესული ცვლილებები ძირითადად შეეხება კოსტავას გამზირზე გზის მოსაწყობი სამუშაოების ჩატარებას.
"ბიუჯეტიდან წამოვიდა დამატებიტი ტრანსფერი, დაახლოებით 1 მილიონი ლარი, რომლიც მიზნობრივადაა განკუთვნილი კოსტავას გამზირზე, მერიიდან მეტალურგიამდე გზის მოწყობისთვის. გაკეთდება ასფალტი, ბორდიურები, ტროტუარები. ეს მთლიანობაში დაახლოებით 3 700 000-იანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს ფასადების რეაბილიტაცია. ცვლილებები შეეხო სარეზერვო ფონდის შევსებას 70 000 ლარით, რადგან ფონდში თანხა ამოიწურა და ასევე 1 ჯგუფის რემონტს საბავშვო ბაღში", - აცხადებს გიგა ვეფხვაძე.
კომისიის წევრებმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. საკითხი განსახილველად საკრებულოს ბიუროს გადაეცა.