ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის სადარბაზოში ხელყუმბარა შეაგდეს.
შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, დაშავებული სამივე პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათ შორის ერთს წუხელ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად. გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო.