თბილისში, დადიანის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში“ ნაღმს ეძებენ.
შენობიდან, და მის მიმდებარე ტერიტორიიდან, როგორც მომხმარებლების, ისევე პერსონალის ევაკუაცია მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ: "იყო შეტყობინება შემოსული სავარაუდო ნაღმთან დაკავშირებით. ამდროისთვის ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ნაღმი ამდროისთვის არ დასტურდება, მიმდინარეობს შენობის დათვალიერება სრული ევაკუაცია არ არის მომხდარი"
ამ დროისთვის ადგილზე გამნაღმველები და ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.