"2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას" - ამის შესახებ ინფორმაციას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ორივე აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამკაცრებს მონიტორინგს და აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ მსგავსი ქმედებისგან თავი შიკავონ, რადგან ამ ქმედებით არღვევენ კანონს და საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალს.