პარტია "შენების მოძრაობის"-სლიდერი დავით უსუფაშვილი კადიროვს მიმართავს.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"რამზან კადიროვს,
გაბუნიას გამო მე ვუხდი კავკასიელი ვაჟკაცის ბოდიშს ქართველ ხალხსაც, ჩეჩენ ხალხსაც, კავკასიელ ხალხებსაც და რუს ხალხსაც; მაგრამ არა შენ, ივანიშვილს ან პუტინს, რომლებსაც ყველა ეს ხალხი საკუთარი საძალაუფლებო ვნებების დასაკმაყოფლებლად გჭირდებათ. საკუთარი ხალხის სირცხვილი, პირველ რიგში, თავად ხარ, მერე პუტინია რუსი ხალხის სირცხვილი და მერე გაბუნია - ქართველი ხალხის სირცხვილი. არარაობა, ტირანებთან შედარებით, უბრალოდ არარაობაა და მეტი არაფერი. და, არსად არ გემალები, არც შენ და არც ვლადიმერ პუტინს, თბილისში ვცხოვრობ.
დათო უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, 2012-2016 წწ."
შეგახსენებთ რომ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას ქართველი ხალხის სირცხვილი უწოდა.