ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ „გოლდენ სტეიტის“ მწვრთნელს კერტის რეიფილდს ნიძლავი მოუგო. NBA-იმ ამ ფაქტს სპეციალური ვიდეოც მიუძღვნა.
ზაზა ფაჩულიას მის ერთ-ერთ მწვრთნელთან ჰქონდა ნიძლავი დადებული, რომ თუ ფორვარდი ერთ რომელიმე თამაშში ორმაგ დუბლს შეასრულებდა და თან მოწინააღმდეგის კალათში ბურთს მინიმუმ ერთხელ მაინც ჩატენიდა, მწვრთნელი წვერს გაიპარსავდა.
აღნიშნული პირობა ზაზა ფაჩულიამ „ორლანდოსთან“ გამართულ მატჩში შეასრულა. მატჩი ანგარიშით 122-92 „გოლდენ სტეიტის“ სასარგებლოდ დასრულდა. ფაჩულიას ანგარიშზე კი 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა იყო ჩატენვასთან ერთად.
ნახეთ NBA-ის ვიდე „ნიძლავის“ შესახებ: