"ინიციატივების ლაბორატორია" რუსთავში [video]

2019-06-15 18:41:33

რუსთავში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლებელში, "Rotary club international"-ისა და "სიქა"-ს ინიციატივით, ღონისძიება "ინლაბრუსი 2019" გაიმართა, რომლის მიზანია რუსთაველ ახალგაზრდებს ხელი შეუწყოს სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებაში. [ვიდეო/video]

ფესტივალში მონაწილეობა 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

შეხვედრის ფარგლებში რუსთაველებმა ქალაქში არსებულ გამოწვევებსა და ოთხ ძირითად მიმართულებაზე იმსჯელეს, როგორიცაა: სოციალური გარემო, კულტურული, ეკონომიკური და ბუნება.

"ბავშვებს მიეწოდებათ გარკვეული ინფორმაციები სემინარის ფორმატში, როგორ შეიძლება პროექტები დაამუშავონ, რა შესაძლებლობებია რუსთაველი ახალგაზრდებისთვის, ასევე როგორ შეიძლება იპოვონ მხარდამჭერები და სპონსორები, გრანტების მიმცემი", - განაცხადა სიქას დამფუძნებელმა პავლე თვალიაშვილმა.

ფესტივალი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ახალგაზრდები იმუშავებენ კონკრეტული იდეებისა და პროექტების გენერირებაზე და ამ პროექტების საპროექტო განაცხადის ფორმის მიცემაზე.

"ეს არის ნაწილი იმ ძალიან გრძელი პროგრამის, რომელიც შეიმუშავა "როტარი რუსთავმა" და "სიქამ" ერთობლივად, რომელიც ითვალისწინებს მოზარდებისა და ახლაგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობას. აქ არ იქნება გამარჯვებული, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს იმის მიხედვით რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება და რამდენად შეძლებენ პროექტის ავტორები განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში დაფინანსების მოძიებას", - განაცხადა "Rotary club Rustavi"-ს საერთაშორისო პრეზიდენტმა გიორგი მაღლაფერიძემ.

დღევანდელ ღონისძიებას 50-მდე რუსთაველი ახალგაზრდა ესწრებოდა.


ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები