ყაზბეგში, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი რუსთაველი კონსტანტინე საცერაძეა.
27 წლის კონსტანტინე წლების წინ რუსთავის კერძო სკოლა "რეცაში" სწავლობდა, სწავლის დასრულების შემდეგ კი უმაღლესი განათლების მიღება ტურიზმის განხრით გააგრძელა.
გარდაცვლილი ახალგააზრდას დედა რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელია. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კონსტანტინე დაოჯახებული ა რ ყოფილა.
რუსთაველი მამაკაცი ბოლო 3 წლის განმავლობაში ყაზბეგში გიდად მუშაობდა. როგორც მისი მეგობრები "ინფო რუსთავთან" საუბარში იხსენებენ, კონსტანტინე სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ძირითად დროს ყაზბეგში ატარებდა, ამიტომა რუსთავში იშვიათად ახერხებდა ჩამოსვლას.
ავიაკატასტროფას კონსტანტინე საცერაძესთან ერთად, პილოტი - ილო ბაიდაშვილი და სასტუმრო "რუმსის" თანამშრომელი თორნიკე მოსიაშვილი ემსხვერპლნენ.
შეგახსენებთ, "აჭარა ჯგუფის" კუთვნილებაში მყოფმა ვერტმფრენმა სტეფანწმინდაში, სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ტერიტორიაზე დაშვებამდე ავიაკატასტროფა განიცადა. შემთხვევის შედეგად მასში მყოფი 3-ვე ადამიანი გარდაიცვალა.