31 მაისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-05-30 20:21:58

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 31 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  11:00დან 19:00საათამდე ქ.რუსთავში ლეონიძის, მე-20, 21-ე, ქუთაისის, შარტავას და ლესელიძის ქუჩებს. 17:00დან 18:30საათამდე მარის არხის III დასახლება.

დმანისის მუნიციპალიტეტში 11:00დან 19:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში იფნარი, კიზილაჯლო, ბახჩალარი, ორამაშენი, საჯა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 12:00დან 14:00საათამდე სოფლებს მუშევანი, ჯავშანიანი, კიანეთი, საბერეთი, ქვეში.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 14:00დან  16:00საათამდე სოფლებს სამშვილდე, დაღეთი, აბელიანი.        

გარდაბნის მუნიციპალიტეტში  17:00დან 18:30საათამდე სოფლებს თაზაქენდი, ბირლიკი, კალინინო, ბოტანიკა, როზა, ახალშენი.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.