რუსთავის შემოსასვლელში ხელოვნური შემაფერხებლის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო.
მას შემდეგ რაც მძღოლების პროტესტი "ინფო რუსთავმა" გააშუქა შარტავას გამზირზე ე.წ. "ბუგაროკის" გაკეთება დაიწყეს.
შეგახსენებთ რომ ქალაქის შემოსასვლელში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ძველი შემაფერხებლის დემონტაჟი დაახლოებით 20 დღის წინ განახორციელა, გზის სავალი ნაწილი გადათხარა და ამ დრომდე მიტოვებული ჰქონდა.
აღნიშნული მონაკვეთზე გავლა პრობლემას უქმნიდა მძღოლებს. დილით, თბილისისკენ მიმავალი ავტომობილები საცობში რამდენიმე წუთიან საცობში არიან.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს ახორცეილებს, ახალი ხელოვნური შემაფერხებელი 5 ივნისამდე უნდა მოაწყოს.