მოსახლეობას სამშენებლო მასალა დაურიგდა

2019-05-29 14:09:12

რუსთავში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს ა(ი)იპ "რუსთავის კორპუსისგან" საჩუქრად სამშენებლო მასალები გადაეცა.

"ინიციატივების პროგრამის" ფარგლებში სამშენებლო მასალები სამსახურმა დღეს შემდეგ მისამართებზე მიიტანა: მე-7მ/რ. კორპუსი #24; ტაშკენტის ქ. კორპუსი #5; მესხიშვილის ქ. კორპუსი #14; მესხიშვილის ქ. კორპუსი #10ა; ლესელიძის ქ. კორპუსი #52; თბილისის ქ. კორპუსი 31; მეგობრობის გამზირი. კორპუსი #33.

პროგრამა რუსთავის საცხოვრებელ კორპუსებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნასა და განვითარებას ისახავს მიზნად, პროგრამის ფარგლებში კი ამხანაგობებს საშუალება ეძლევათ, მათი საცხოვრებელი კორპუსისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, სამშენებლო მასალები ა(ი)იპ "რუსთავის კორპუსისგან" მიიღონ.

პროგრამაში ბინათმესაკუთრეთა ჩართულობა უშუალოდ სამუშაოების შესრულებაში გამოიხატება.

სამშენებლო მასალებით მომარაგება ხდება ისეთი სამუშაოებისთვის, როგორიცაა, საცხოვრებელი ბინის გადახურვა, სადარბაზოს კოსმეტიკური რემონტი, კიბის უჯრედის მოწყობა, შესასვლელის რკინა-ბეტონის რეაბილიტაცია, კარების მონტაჟი, საწვიმარი მილის მოწყობა.

2018 წელს ინიციატივების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 100 000 ლარის ოდენობის თანხა იყო გამოყოფილი, წელს კი პროგრამის დაფინანსება 200 000 ლარამდე გაიზარდა.

დღეის მონაცემებით 2018 წლიდან პროგრამაში 59 კორპუსი ჩაერთო.