რამდენიმე წუთის წინ რუსთავში ძლიერი სეტყვა და წვიმა იყო. [ვიდეო/video]
დაიტბორა ქალაქის რამდენიმე ქუჩა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.
წყლის დონემ რამდენიმე წუთში დაიწია. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას, რამდენიმე მისამართზე დაიტბორა სარდაფები.