ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე [video]

2019-05-27 14:54:42

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. [ვიდეო/video]

ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯეხა.

ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. აქედან 2-მა მამაკაცმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, რომლებსაც პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. 1 მამაკაცი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებთან ერთად მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.