შსს განცხადებას ავრცელებს

2019-05-25 14:33:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, რუსთავში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე - მერაბ კოსტავას, ნიკო ფიროსმანის და ნოდარ დუმბაძის ქუჩებზე 25 მაისის 21:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 26 მაისს, ღონისძიების დასრულების შემდეგ მოძრაობა სრულად აღდგება.