ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2019-05-25 11:40:20

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ბეემვეს" მარკის ავტომობილი 70 წლამდე ქალს მაშინ დაეჯახა როდესაც ის გზაზე გადადიოდა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი სწრაფად გადაადგილდებოდა და ქვეითმა გზაზე გადასვლა ვერ მოასწრო, თუმცა მანქანაში მყოფი აღნიშნავს, რომ ავტომობილი სწრაფად არ მოძრაობდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პაციენტს სამედიცინო კვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.