რუსთავში რამდენიმე მისამართზე ახალი საცხოვრებელი სახლები შენდება.
სახლები 11 სართულიანი იქნება და განსხვავებული დიზაინი და ფასადი ექნება.
შარტავას გამზირზე, ავეჯის სახლის "ემბავუდი", გვერდით იგეგმება 1 სადარბაზოიანი ვიტრაჟული ტიპის საცხოვრებელი სახლის აშენება.
რუსთავის შემოსასვლელში, XXI მიკრორაიონში, შარტავას გამზირზე შენდება დიდი საცხოვრებელი კომპლექსი, სახლს ექნება 4 სადარბაზო.
2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება XVII მიკრორაიონში, კორპუსები ერთ სივრცეში აშენდება და მათ საერთო ეზო ექნებათ.
სამივე მისამართზე საცხოვრებელ სახლებს ექნება საკუთარი პარკინგი და მწვანე სივრცე.
აღსანიშნავია რომ რუსთავში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ბოლო პერიოდში აქტიურ ფაზაში შევიდა. სხვადასხვა მისამართზე უკვე სრულდება კორპუსების მშენებლობა. ადგილმდებარეობიდან, დიზაინიდან და ბინის მდგომარეობიდან გამომდინარე განსხვავებულია 1მ2 ფასი, თუმცა "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მათი ფასი საშუალოდ 1100 ლარიდან 1500 ლარამდე მერყეობს. ბინების ძირითადი მყიდველი უცხოეთში მყოფი ქართველები არიან რომელთა ოდენობაც საშუალოდ 65%-ს შეადგენს, 25% არის უცხოელი, ხოლო 10% რუსთავის მაცხოვრებელია.