რუსთავში არავის უკვირს ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები, რადგან მეექსვე წელია თავისუფლად შეგიძლიათ ნახოთ ახალგაზრდებით სავსე პარკი, სადაც გემრიელი პიკნიკები, სასიამოვნო მუსიკა, საყვარელი ადამიანები და რა თქმა უნდა კარგი განწყობაა.
25 მაისს რუსთავის პარკში ტრადიციული მხიარულება იგეგმება. მოხეტიალე კინოთეატრი, გამართავს ღია ცის ქვეშ კინოჩვენებას, შექმნის საპიკნიკე გარემოს და, რაც მთავარია, უმასპინძლებს Flea Market-ს, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ახალგაზრდა სტარტაპერებს შეეძლებათ საზოგადოებას თავიანთი ხელნაკეთი ნივთები შესთავაზონ.
“მოხეტიალე კინოთეატრის” საღამოები დატვირთულია სხვადასხვა გასართობი აქტივობით და გათვლილია ყველა თაობის ადამიანზე. აქ შექმნილია ყველა პირობა საჯარო სივრცის პოზიტიურად გაზიარებისთვის.
17:00-23:00 » Flea Market
17:00-23:00 » PICNIC
20:00-22:00 » ფილმის ჩვენება
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია!
►ვიდეო: https://youtu.be/k0ClwqERD54
პროექტი პირველად Outdoor Cinema-ს სახელით რუსთავში დაიწყო. ღონისძიების მთავარი ინსპირაციის წყარო გახდა ქალაქში უფუნქციო კინოთეატრი, რომელიც წლების განმავლობაში ახალგაზრდებისთვის პრობლემას წარმოადგენდა. მოხეტიალე კინოთეატრს დაგეგმილი აქვს მოგზაურობა ძირითადად ისეთ ადგილებში, სადაც დედაქალაქისგან განსხვავებით ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა, ღია სივრცეში სასიამოვნოდ გაატარონ თავისუფალი დრო.
ფესტივალი დაფინანსებულია „ორბელიანი საქართველოს“ პლატფორმის საშუალებით, შვედეთის განვითარების სააგენტოსა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით.
საინფორმაციო მხარდაჭერა "ინფო რუსთავი"