მაღლივის მიმართულებით მოძრაობა აღდგა

2019-05-23 12:44:55

მაღლივი კორპუსის მიმართულებით მგზავრების გადაყვანა აღდგა.

ამ მიმართულებით გადაადგილება რუსთაველებს ჩვეულ რეჟიმში, XIX მიკრორაიონიდან შეუძლიათ.

შეგახსენებთ, დღეს  XIX მიკრორაიონში მგზავრებმა აქცია გაიმართეს. თეთრი ფერის მიკროავტობუსები ყვითელი ფერის მიკროავტობუსებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, მოძრაობის შეფერხებამ კი მგზავრების პროტესტი გამოიწვია.

როგორც კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ, ე.წ. თეთრი ფერის მიკროავტობუსები არ სარგებლობენ კომპანიის ლიცენზიით და მათ მგზავრები უკანონოდ გადაჰყავთ.