რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
როგორც "ინფო რუსთავისთვის"გახდა ცნობილი სამაშველო სამსახური ადგილობრივებმა უსაფრთხოების მიზნით გამოიძახეს. არსებლი ინფორმაციით საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან ქარის დროს ბეტონის ბათქაშები ცვიოდა.
მაშველი კორპუსის მეშვიდე სართულზე თოკით ჩავიდა და ბეტონის დაზიანებული ფილები ხელით მოაძრო.