ტრაილერი ხევში გადავარდა [photo]

2019-05-20 10:34:52

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ნორიოს მაგისტრალზე, ე.წ. შემოვლით გზაზე.

არსებული ინფორმაციით ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, დამცავი ჯებირი გაარღვია და ხევში გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის შედეგად აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება მცირე დროით შეზღუდული იყო.