საყვავილე თარგებში ფერადი ყვავილები დაირგო

2019-05-19 16:25:20

რუსთავში, საყვავილე თარგებში სეზონური ყვავილები დაირგო.

ფერადი მცენარეებით განახლდა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე არსებული თარგები.

რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა სეზონური ყვავილი "ვიოლა" მერიის წინ მოედანზე არსებულ გამწვანებებზეც დაირგეს.  სწორედ აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს მცენარეების მოვლა-პატრონობას.

აღნიშნული ტერიტორია, რომლითაც მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს, მწვანე ნარგავებით პერიოდულად განახლდება.

ფერადი ვიოლები "რუსთავსერვის ცენტრის’" სასათბურე მეურნეობაშია გამოყვანილი. სანერგეში ამჟამად 50-ზე მეტი სახეობის 10 000-ზე მეტი ძირი მცენარე ხარობს.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში გამწვანების სამუშაოები აპრილის თვეში დაიწყო და მაისი ბოლომდე გაგრძელდება.