მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადახლოში, #31 საარჩევნო უბანის ტერიტორიაზე მამაკაცი სცემეს.
"ნიუ სფეისი"-ს წარმომადგენელი აცხადებს რომ მას ფიზიკურად 5 მამაკაცი გაუსწორდა, მათ შორის არის სოფლის რწმუნებული.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები და დაშავებული პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადდაყვანილი.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 163 პრიმა მუხლით მიმდინარეობს".