ავარია რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე [video]

2019-05-18 20:21:13

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე. [ვიდეო/video]

ერთმანეთს "ნისანის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, პაციენტები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას სასწრაფო დახმარების ექიმმა განაცხადა, რომ პაციენტებს გონი არ დაუკარგავთ, იყვნენ კონტაქტურები, თუმცა აღენიშნებოდათ მრავლობითი მოტეხილობები.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების  ეკიპაჟები.