ხანძარი რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი გაზის გამწოვს გაუჩნდა.
ცეცხლის ლიკვიდირება დროულად მოხერხდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.