გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძველი ქვეში, ძეძვნარიანი, ბერთაკარი, სენები.
15:00-დან 16:05 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში მშენებელთა, ფიროსმანის, წმ.ნინოს, სპორტის და მიმდებარე ქუჩებზე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს და მიმდებარე ტერიტორიაზე.
12:00-დან 18:00 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ავრანლო, კიზილ-კილისა, რეხა, ხანდო, აიაზმა.
12:00-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, ახა, ქვემო კარაბულახი, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.