ოჯახის სიწმინდის დღე [photo]

2019-05-17 15:30:48

ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე სასულიერო პირები, მრევლი და საზოგადოების ნაწილი შეიკრიბნენ.

მეუფე იოანემ პარაკლისი გადაიხდა და  ოჯახები დალოცა, რის შემდეგადაც კოსტავას ქუჩაზე მსვლელობა გაიმართა, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ხელოვნების სკოლის წინ არსებულ სკვერში ღონისძიებაც გაიმართა, სადაც მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა მოეწყო. გამოფენის შემდეგ კი მინი კონცერტი მოეწყო, რომელშიც რუსთავის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღე პატრიარქმა 2014 წელს დააწესა.