აქცია რუსთავში მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ ისევ გრძელდება.
მიუხედავად იმისა რომ ქარხნის დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქიძე ერთერთი საამქროს თანამშრომლებს შეხვდა და მათი მოთხოვნები დააკმაყოფილა, აღნიშნული საამქროს მუშები ფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ და მოითხოვენ რომ ყველა გაფიცული მუშის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
"ქართული ფოლადის" ხელმძღვანელობა წვრილსორტული საამქროს თანამშრომლებს დილით შეხვდა და განუცხადეს რომ ისინი მზად არიან სამცვლიანი გრაფიკი ოთხცვლიანით შეცვალონ და ამავდროულად შეუნარჩუნდეთ იგივე ხელფასი. არჩილ მელიქიზე აცხადებს რომ ეს ნიშნავს იმას რომ ქარხანამ აღნიშნული საამქროს თანამშრომლებს ხელფასი 25%-ით გაუზარდა.
რაც შეეხება ფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლებს, ისინი ხელფასების 50% გაზრდას მოითხოვენ. ქარხნის ადმინისტაცია აცხადებს რომ ხელფასების 50%-ით გაზრდა შეუძლებელია, თუმცა გაფიცული მუსებისთვის მათ ექნებათ ალტერნატიული სეთავაზება რომელსაც ორსაბათს გააცნობენ.