რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებში, ხმელი ხეები სხვადასხვა კომპოზიციით გაფორმდება.
ერთი თვის განმავლობაში, სამი მოქანდაკე პარკის ტერიტორიაზე, სულ ხუთ ხმელ ხეს გააფორმებს.
პროექტისთვის ესკიზები მოქანდაკე ვალერი ჯიქიამ შექმნა.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.