16 მაისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-05-16 18:29:17

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

როგორც ინფო რუსთავს კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:15 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, თბილისის, მელიქიშვილის, გონაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ცურტაველის, გორის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:30-დან 19:00 საათამდე  - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, ქარიანი და მიმდებარე სოფლებში.

14:00-დან 16:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ასურეთი, შავსაყდარი, ბოგვი, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს წალკაში და წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყდრიონი, განთიადი, დარაკოვი, წინწყარო, სანთა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე  - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 17:00 საათამდე  - სოფლებში კუმისი, ახალწყალი, ქვემო თელეთი, წალასყური, ინსტიტუტის დასახლება და მიმდებარე სოფლებში. 17:00-დან 19:00 საათამდე  - აბონენტებს მარნეულში მერაბ კოსტავას, ნარიმანოვის, კოსტავას, კეცხოველის, აზი-ასლანოვის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.