ავარია რუსთავი-თბილისის გზაზე [video]

2024-05-12 21:49:42

ავარია რუსთავი-თბილისის გზაზე [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, მთავარ მაგისტრალზე ერთმანეთს "ჰონდა"-ს და "ლექსუსი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 1 ადამიანის გადაყვანა უახლოეს კლინიკაში მოხერხდა, ხოლო დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.