რუსთავში ყოფილმა ცოლმა ქმარს ბენზინი გადაასხა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 40 წლამდე ქალმა XII მიკრორაიონში ბენზინი შეიძინა და ყოფილ ქმარზე შურისძიება გადაწყვიტა. ყოფილმა ცოლმა მამაკაცს დაურეკა და შეხვედრა დაუნიშნა, ადგილზე მისულს კი მცირე კამათის შემდეგ ბენზინი გადაასხა. იმ დროს, როდესაც ქალი სანთებელის ანთებას ცდილობდა და ცეცხლის წაკიდებას, კაცმა გაქცევა მოახერხა.
ქალმა, მას მერე რაც ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა ყოფილი ქმრის მსუბუქი ავტომობილი ქვებით დააზიანა.
მამაკაცმა კი ადგილიდან მიმალვის შემდეგ 112-ში დარეკა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.
შემთხვევა დღის საათებში მოხდა, მისამართზე მისულმა სამართალდამცავებმა ქალი ადგილზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ 157-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით ყოფილ მეუღლეებს შორის დაპირისპირება ადრეც არსებობობდა.