ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს გზაზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მართვის დროს 60 წლამდე მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. მანქანა ინერციით წავიდა და არხში გადავარდა.
ავტომობილში იმყოფებოდა გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეც, ქალმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.