რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს მგლის მიერ დაკბენილმა მამაკაცმა მიმართა.
როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ანტირაბიული განყოფილების ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, რომ შუახნის კაცი კლინიკაში სამედიცინო დახმარებისთვის შემთხვევიდან 2-3 დღის შემდეგ მივიდა.
ჯანგულაშვილის თქმით, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ფასდებოდა მძიმედ.
"2-3 დღის დაკბენილი იყო. იოდი წავუსვით და შეხვევა არ დასჭირვებია. ნაჩხაპნი ჰქონდა თათებით. ვერ გეტყვით, რატომ არ მოგვმართა მანამ", - განაცხადა ირაკლი ჯანგულაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რუსთავის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ მონასტერთან მოხდა.