2026-11-27 18:51:51
დიდთოვლობის გამო გზებზე გადაადგილება იზღუდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
"დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ54-კმ88 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.