რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ

2026-11-25 18:46:13

რუსთავში 21-ე მიკრორაიონში აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ რუსთავის წარმომადგენელმა, კოტე ზარნაძემ განუცხადა, გაზის გათიშვა ავარიულმა შემთხვევამ გამოიწვია.

მისივე ცნობით, კომპანიის წარმომადგენლები ამ დროისთვის პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ და აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება 19:00 საათიდან აღუდგება.