ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

2026-11-25 18:15:52

ხონი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ადგილობრივი მედიის, "მეგა ტვ-ის" ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგოს პიკაპი შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზევე დაიღუპა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს და მძღოლი დაკავებულია.