ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა [Photo]

2026-11-24 19:41:13

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით , ერთმანეთს „Opel“-ის და „Toyota“-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის ორმა მგაზვრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში გაუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული. 

ფოტო: რადიო მარნეული